Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

Myvideo.ge-მ საავტორო უფლებებით სარგებლობის ლიცენზია შეიძინა

2011 წლის 11 ნოემბერს, საავტორო უფლებათა ასოციაციასა და ინტერნეტპორტალ Myvideo.ge-ს შორის სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდა. ლიცენზიის საფუძველზე, ინტერნეტპორტალზე განთასვებული ფილმები, მუსიკა და სხვა პროდუქცია საავტორო უფლებებით იქნება დაცული, მისი განთავსებისთვის ინტერნეტპორტალი საავტორო ჰონორარს გადაიხდის, რასაც ასოციაციის მეშვეობით ავტორები მიიღებენ. 

საავტორო უფლებათა ასოციაციის მიზანია, ლიცენზირებულმა პროდუქციამ ჩაანაცვლოს მდარე ხარისხის, უკანონო და არალიცენზირებული პროდუქცია ქართულ ინტერნეტ გვერდებზე, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქართული ინტერნეტსივრცის ლეგალიზაციას და ვებ-გვერდებზე ლიცენზირებული პროდუქციის განთავსებას.   

ლიცენზიას ხელი მოაწერეს  საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ და Myvideo.ge-ს დირექტორმა მამუკა მონავარდისაშვილმა.

 
 
 
 
 
წევრისთვის