Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციასა და კონოსტუდია “ქართულ ფილმს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

2011 წლის 15 ნოემბერს, კონოსტუდია “ქართულ ფილმსა“ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს ხელი მოაწერეს  კინოსტუდია “ქართული ფილმის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ მენაღარიშვილმა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს „ქართული ფილმისა“ და „ასოციაციის“ ურთიერთთანამშრომლობის  გზით  ქართული კინოპროდუქციის დაცვა-განვითარებას, მასთან დაკავშირებული საავტორო უფლებების ეფექტურ უზრუნველყოფას და ამ მიზნის მისაღწევად, ერთობლივი ძალისხმევით საერთო პროექტების მომზადება–განხორციელებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული კინოსექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 
 
 
 
 
წევრისთვის