Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

კახა ფხაკაძის საავტორო უფლებებს ასოციაცია დაიცავს

საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კახა ფხაკაძემ, კომპანია “მარი გოლდი” საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

ფხაკაძის განმარტებით, მის მიერ გადაღებული ფოტოსურათები, კომპანია “მარი გოლდმა” მისი ნებართვის გარეშე გამოიყენა. საავტორო უფლებების დაცვის მიზნით ფხაკაძემ საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა. 

დავის დარეგულირების მიზნით საკითხს ასოციაცია შეისწავლის. საავტორო უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ავტორის უფლებების დაცვისა და მისი კუთვნილი ჰონორარის გადახდის მიზნით გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, მათ შორის, საკითხი შეიძლება სასამართლოს მსჯელობის საგანიც გახდეს.

 
 
 
 
 
წევრისთვის