Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საავტორო უფლებების შესახებ საჯარო შეხვედრა გაიმართა

2011 წლის 08 დეკემბერს, ესტონეთიდან სპეციალურად მოწვეულმა ექსპერტმა ვაიდო ჰოლდოიამ, ევროპის სახლში საავტორო უფლებების დაცვისა და აღსრულების საკითხებისადმი მიძღვნილი საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრა ორგანიზებული იყო ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ევროპული საკონსულტაციო ცენტრის GEPLAჩ-ის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის `საქპატენტისა~ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ. 

საჯარო შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ საქართველოში საავტორო უფლებების დაცვასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას. შეხვედრაზე იმსჯელეს სამთავრობო სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ავტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის დიალოგის გამართვასა და კოორდინირებული მუშაობის პრინციპებზე. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დეასვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო თემებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ექსპერტები, ავტორები, კერძო კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები.

 
 
 
 
 
წევრისთვის