Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

გოგა ჩანადირის საავტორო უფლებებს ასოციაცია დაიცავს

ფოტოჟურნალისტმა, გოგა ჩანადირმა, გამომცემლობა “კლიო” საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

ჩანადირის განმარტებით, მის მიერ გადაღებული ფოტოსურათები, გამომცემლობამ, წიგნში “საქართველოს 100 ღირშესანიშნაობა”, მისი ნებართვის გარეშე გამოიყენა. საავტორო უფლებების დაცვის მიზნით ჩანადირმა საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა.

დავის დარეგულირების მიზნით საკითხს ასოციაცია შეისწავლის. საავტორო უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ავტორის უფლებების დაცვისა და მისი კუთვნილი ჰონორარის გადახდის მიზნით გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

 
 
 
 
 
წევრისთვის