Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

“მის საქართველოს” ირგვლივ არსებულ დავას ასოციაცია დაარეგულირებს

“მის საქართველოს ფედერაციის” თავმჯდომარემ, ხათუნა (მანანა) ჟორდანიამ, კომპანია “იმიჯ ცენტრი” საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. საკითხი ეხება “მის საქართველოს” კონკურსს, რომელიც კომპანია “იმიჯ ცენტრის” მიერ ყოველწლიურად იმართება.

ჟორდანიას განმარტებით, კომპანია “იმიჯ ცენტრი” და მისი ხელმძღვანელი ია კიწმარიშვილი, სილამაზის კონკურსს მისი ნებართვის გარეშე, მისი სცენარის მიხედვით ატარებს. ჟორდანიამ  “მის საქართველოს” სცენარი საავტორო უფლებათა სააგენტოში 1999 წელს დაარეგისტრირა და კონკურსის ჩატარების ექსკლუზიური უფლებამოსილებაც მას გააჩნია. ამასთან “მის საქართველოს” სცენარის ავტორობაზე პრეტენზიას აცხადებს “მის საქართველოს ფედერაციის” ყოფილი დაფუძნებელი ნიკოლოზ ნადირაძეც, რომელიც ჟორდანიას სცენარის მითვისებაში ადანაშაულებს. საავტორო უფლებების დაცვის მიზნით მხარეებმა ასოციაციას მიმართეს.

დავის დარეგულირების მიზნით საკითხს ასოციაცია შეისწავლის. საავტორო უფლებების დაცვისა და ავტორთა ინტერესების რეალიზების მიზნით, გატარებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

 
 
 
 
 
წევრისთვის