Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

„ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!“ - მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია

2011 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ალბომი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის მხარდაჭერით შეიქმნა.  

მუსიკალურ ალბომში, „ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!“ – ოცდაათი ცნობილი ქართველი შემსრულებლის სიმღერაა გაერთიანებული, მათ შორის არიან: ირაკლი ჩარკვიანი, დავით ევგენიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი “33ა”, ჯგუფი “ფრანი”, ჯგუფი “მგზავრები”, ზაზა კორინთელი (ზუმბა), მერაბ სეფაშვილი, დავით გომართელი, ნინი ბადურაშვილი, კახაბერი და ხანუმები, სოფო ხალვაში, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი და სხვა ცნობილი ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები.

ალბომის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები, სახელმწიფო ორგანოებისა და საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები.

მუსიკალური ალბომი უფასოდ გავრცელდება.

 
 
 
 
 
წევრისთვის