Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ჟურნალ Copyright-ის პრეზენტაცია

2012 წლის 20 იანვარს “თბილისი ივენთ ჰოლში” ჟურნალ Copyright-ის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ გამოიცა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” მხარდაჭერით განხორციელდა.

ჟურნალი შემეცნებითი ხასიათისაა და მისი მიზანი საავტორო უფლებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ამ სფეროს პოპულარიზაცია და ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესების გაშუქებაა. მასში ასახულია საავტორო უფლებათა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკა, საერთაშორისო პრაქტიკა, საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობა - რა კეთდება ქვეყანაში ავტორთა უფლებების დასაცავად, ასევე პრობლემატიკა, რაც ამ სფეროს ირგვლივ ქართულ რეალობაში არსებობს. ჟურნალში იხილავთ საინტერესო რუბრიკებს: ''დებიუტი''- ჯგუფი Window, ''ქართველები უცხოეთში''- ვალერიან შიუკაშვილი, ''პორტრეტი'' - დები იშხნელების ცხოვრება, სტატია, რომელიც თავად იშხნელების მემკვიდრეების მიერ არის დაწერილი. ჟურნალში ასევე გაშუქებულია მიმდინარე კულტურული მოვლენები: რომის  გამოფენა,  33 ა-ს და ზუმბას ახალი ალბომები, ირაკლი ჩარკვიანის ახალი ინტერნეტალბომი ვებ გვერდ KAIA.GE -ზე და სხვა.

პირველი ნომრის მთავარი თემაა ინტერვიუ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუასთან, რომელშიც საუბარია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორისათვის საავტორო უფლებების მნიშვნელობასა და ამ მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.

ჟურნალს თან ახლავს 2 CD თანამედროვე ქართველი მომღერლების კომპოზიციებით, რომელიც ასოციაციის  მიერ კამპანიის - “ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!” - ფარგლებშია გამოცემული.

ჟურნალი Copyright-ი სამ თვეში ერთხელ გამოვა.

 
 
 
 
 
წევრისთვის