Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

“ლელა წურწუმია და კომპანიამ” საავტორო უფლებებით სარგებლობის ლიცენზია შეიძინა

2012 წლის 24 იანვარს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და “ლელა წურწუმია და კომპანიას” შორის სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდა. ლიცენზიის საფუძველზე, კომპანიის ორგანიზებით გამართული კონცერტები და სხვა ღონისძიებები საავტორო უფლებებით იქნება დაცული. ღონისძიებებში გამოყენებული ნაწარმოებების ავტორებისათვის (კომპოზიტორები, ტექსტის ავტორები და სხვა) ჰონორარები იქნება გადახდილი, რაც მათ ასოციაციის მეშვეობით გაუნაწილდებათ. 

ლიცენზიას ხელი მოაწერეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ და “ლელა წურწუმია და კომპანიის” დირექტორმა  კახა მამულაშვილმა.

 
 
 
 
 
წევრისთვის