Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა საავტორო უფლებებით სარგებლობის ლიცენზია შეიძინა

2012 წლის 02 თებერვალს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდა. ლიცენზიის საფუძველზე, იურიდიული ფაკულტეტის მიერ საავტორო უფლებით დაცული ლიტერატურული ნაწარმოებების ასლგადამღები მანქანით (XEROX) სასწავლო მიზნით გამრავლებისათვის ჰონორარები იქნება გადახდილი, რაც ნაწარმოებების ავტორებს ასოციაციის მეშვეობით გაუნაწილდებათ. 

მსგავსი ტიპის ლიცენზია წარმოადგენს პირველ პრეცედენტს საქართველოში და ემსახურება ლიტერატურული ნაწარმოებების ასლგადამღები მანქანით სასწავლო მიზნით გამრავლების დროს საავტორო უფლებების დარეგულირებას და იმ პრობლემატიკის აღმოფხვრას, რომელიც აფერხებს, როგორც ზოგადად წიგნების გამოცემას, ასევე ნაწარმოებების ავტორებს ართმევს შესაძლებლობას მიიღონ სათანადო შემოსავლები მათი ნაწარმოებების რეალიზაციიდან.

ლიცენზიას ხელი მოაწერეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა.

 
 
 
 
 
წევრისთვის