Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ნინო სამხარაძის საავტორო უფლებებს ასოციაცია დაიცავს

ფოტოგრაფმა ნინო სამხარაძემ სადაზღვევო კომპანია “არდი” საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

სამხარაძის განმარტებით, იგი კომპანია “არდის” მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის გამარჯვებული გახდა, რაშიც მას ჰონორარის სახით დაპირებული ჯილდო უნდა მიეღო. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, სამხარაძეს ჰონორარი დღემდე არ მიუღია, რის გამოც, საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, მან საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა.

დავის დარეგულირების მიზნით საკითხს ასოციაცია შეისწავლის. საავტორო უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ავტორის უფლებების დაცვისა და მისი კუთვნილი ჰონორარის გადახდის მიზნით გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, მათ შორის, საკითხი შეიძლება სასამართლოს მსჯელობის საგანიც გახდეს.

 
 
 
 
 
წევრისთვის