Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

გიორგი რევაზიშვილის საავტორო უფლებებს ასოციაცია დაიცავს

მხატვარმა გიორგი რევაზიშვილმა, ამერიკული გამომცემლობა საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

რევაზიშვილის განმარტებით, მისი ფერწერული ნამუშევრების პოსტერები “New York Craphic Society”-ის მიერ სხვადასხვა აუქციონების და ინტერნეტ გვერდების მეშვეობით მისი ნებართვის გარეშე იყიდება. საავტორო უფლებების დაცვის მიზნით რევაზიშვილმა საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა.

დავის დარეგულირების მიზნით საკითხს ასოციაცია შეისწავლის, რისთვისაც იგი აშშ-ის საავტორო უფლებათა დამცველ სათანადო ორგანიზაციებს მიმართავს. საავტორო უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ავტორის დაცვისა და მისი კუთვნილი ჰონორარის გადახდის მიზნით გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

 
 
 
 
 
წევრისთვის