Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საავტორო უფლებების დარღვევისათვის საკანონმდებლო ზომები გამძაფრდება

ქართული ხელოვნების წარმომადგენლები საავტორო უფლებების დარღვევისათვის უფრო ქმედითი მექანიზმების ამოქმედებას ითხოვენ. საკითხი ეხება საქართველოს კანონმდებლობით საავტორო უფლების დარღვევისათვის დადგენილი საჯარიმო სანქციების ამოქმედებას.

საავტორო უფლებების დარღვევა, რაც ყველაზე ხშირად მეკობრული CD, DVD პროდუქციის დამზადება-რეალიზაციაში გამოიხატება, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ავტორებისათვის. მსგავსი პროდუქციის არსებობა აფერხებს როგორც ზოგადად დარგის განვითარებას და მასში ინვესტირების პროცესს, ასევე  ართმევს ავტორებს შესაძლებლობას შექმნან ახალი ნაწარმოებები და მიიღონ კუთვნილი ჰონორარები.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მუშაობს არსებული საკანონმდებლო ზომების სრული დატვირთვით ამოქმედებაზე, რა შემთხვევაშიც საავტორო უფლების დამრღვევი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

 
 
 
 
 
წევრისთვის