ამირან შალიკაშვილის საავტორო უფლებებს ასოციაცია დაიცავს
თბილისის პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელმა, ამირან შალიკაშვილმა, მისი ყოფილი მოსწავლე, აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხასიობი, პაატა ციქურიშვილი საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. შალიკაშვილის განმარტებით, მის მიერ შექმნილი სპექტაკლი “სტუმარ-მასპინძელი” ციქურიშვილის მიერ ვაშინგტონის თეატრ სინეტიკში მისი ნებართვის გარეშე იდგმება, რითაც შალიკაშვილის საავტორო უფლებები ირღვევა. საავტორო უფლებების დაცვის მიზნით ამირან შალიკაშვილმა საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა. დავის დარეგულირების მიზნით საკითხს ასოციაცია შეისწავლის. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ასეთი დარღვევის აღმოფხვრისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. |