Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ნუნუ დუღაშვილის საავტორო უფლებებს ასოციაცია დაიცავს

კომპოზიტორმა, ნუნუ დუღაშვილმა მისი კუთვნილი საავტორო ჰონორარის გადახდევინების მოთხოვნით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა.

საკითხი ეხება მოლდოვის ქალაქ კიშინიოვში ჩატარებულ მუსიკალურ ფესტივალს “ოქროს ხმა”, რომელზეც ქართველი მომღერლის, ირინა ბაირამაშვილის მიერ დუღაშვილის მუსიკაზე შექმნილი სიმღერა “კახეთო” იქნა შესრულებული. ბაირამაშვილს ეროვნული სიმღერის საუკეთესო შესრულებისათვის სიგელი გადაეცა. ფესტივალის ორგანიზატორების მიერ კომოზიტორ დუღაშვილის კუთვნილი საავტორო ჰონორარის გადახდა არ მომხდარა.

დავის დარეგულირების მიზნით ასოციაციამ მოლდოვის საავტორო უფლებათა დამცველ ორგანიზაციას მიმართა. დაწყებულია პროცედურა, რომლის თანახმადაც ფესტივალის ორგანიზატორების მიერ ნუნუ დუღაშვილის კუთვნილი საავტორო ჰონორარი იქნება გადახდილი.

 
 
 
 
 
წევრისთვის