Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

კამპანიის - “ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!” - ფარგლებში გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ დაწყებული კამპანიის -“ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!”- ფარგლებში, 26 აპრილს, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღესთნ დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” მხარდაჭერით არალიცენზირებული (მეკობრული) CD, DVD  პროდუქციის დამზადება-გავრცელების წინააღმდეგ მიმართული აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების მიერ მეკობრული CD, DVD  პროდუქციის გავრცელების ადგილებში გამაფრთხილებელი საინფორმაციო ბარათები (ფლაერები) იქნა დარიგებული, ასევე გამავრცელებლებს განემარტათ ასეთი პროდუქციის დამზადება-გავრცელებისათვის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის შესახებ.   

აქციაში ცნობილმა ქართველმა ხელოვანებმა ზაზა კორინთელმა (ზუმბა), ჯგუფმა “ფრანი”, გია ნიკოლაძემ, ბაკურ ბურდულმა, ვახო ბაბუნაშვილმა, მერაბ სანოძემ და სხვებმა მიიღეს მონაწილეობა.

აქცია მიზნად ისახავს ქართული ბაზრიდან არალიცენზირებული პროდუქციის აღმოფხვრას, საავტორო უფლებების სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას და ინტელექტუალური საკუთრების ლეგალური მოხმარების კულტულის დამკვიდრებას. აქცია მომავალშიც გაგრძელდება და მას პერმანენტული ხასიათი ექნება.

 
 
 
 
 
წევრისთვის