საერთო კრების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა
2012 წლის 19 მაისს, ასოციაციის საერთო კრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ, პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა საერთო კრებაზე დაგეგმილი, ასოციაციის საკონსულტაციო ორგანოს, ავტორთა და შემსრულებელთა საბჭოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატურებისა და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების შესახებ. |