Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

2012 წლის 20 მაისს ასოციაციის წევრთა საერთო კრება გაიმართა

2012 წლის 20 მაისს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ქსპერიმენტულ დარბაზში, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრთა განმეორებითი საერთო კრება გაიმართა. კრებას  ესწრებოდნენ ასოციაციის წევრები: კომპოზიტორები, რეჟისორები, მწერლები, მხატვრები და სხვა.

კრებაზე საზოგადოების თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ, წარადგინა 2011 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც დამტკიცებულ იქნა ასოციაციის წევრთა მიერ. ასოციაციის წევრებს ასევე ეცნობათ რეფორმირების ახალი გეგმების შესახებ.

კრებაზე ჩატარდა ასოციაციის  საკონსულტაციო ორგანოს, ავტორთა და შემსრულებელთა საბჭოს არჩევნები. ასოციაციის წევრებმა, შემოქმედებითი საქმიანობის სხვადასხვა სფეროდან წარმოდგენილი 27 კანდიდატურიდან, ფარული კენჭისყრის საფუძელზე, 10 კანდიდატურა აირჩიეს.

საბჭო დაკომპლექტდა შემდეგი შემადგენლობით: ვაჟა აზარაშვილი, ვახტანგ კახიძე, ნატო გელაშვილი, ირინა დემეტრაძე, მამუკა ხერხეულიძე, დავით საყვარელიძე, ნინო სუხიშვილი, დავით გომართელი, ეკა მამალაძე და სატრასტო კომპანია “ედემი”.

საბჭოს მე-11 წევრი და მისი აღმასრულებელი მდივანი, ასოციაციის წესდების მიხედვით იქნება, ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე.

 
 
 
 
 
წევრისთვის