ჟურნალ Copyright-ის მეორე ნომერი
საავტორო უფლებების შესახებ ჟურნალ Copyright-ის მეორე ნომერი გამოვა. ჟურნალი საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ გამოიცემა. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” მხარდაჭერით ხორციელდება. ჟურნალ Copyright-ის მიზანი საავტორო უფლებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ამ სფეროში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის საზოგადოებისათვის გაცნობა და ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესების გაშუქებაა. ჟურნალ Copyright-ის მეორე ნომრის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება. |