Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციის რეგიონული შეხვედრების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ, საავტორო უფლებების შესახებ საქართველოში არსებული მდგომარეობის გაცნობის, საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმებისა და ლიცენზირების წესის შესახებ ინფორმირების, ასევე ასოციაციაში ახალი წევრების გაწევრიანების მიზნით საქართველოს რეგიონებში შეხვედრები დაიწყო.

ასოციაციის თავმჯდომარე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა) მოღვაწე ხელოვანებს (კომპოზიტორები, მომღერლები, მწერლები, პოეტები, მხატვრები და სხვა) ასევე რეგიონებში მოქმედი რადიოკომპანიების, თეატრების, გამომცემლობების, სავაჭრო დაწესებულებების, რესტორნების, კაფეების, სასტუმროების ხელმძღვანელებს და სხვა საავტორო უფლებით მოსარგებლეებს შეხვდება. შეხვედრებს ასევე დაესწრებიან ადგილობრივი თვითმმართველობებიის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრების მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან ასოციაციის საქმიანობას, ასოციაციაში გაწევრიანების პროცედურას, ლიცენზირების წესსა და მოთხოვნებს. შეხვედრებზე იმსჯელებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში რეგიონების დონეზე არსებულ პრობლემატიკასა და მისი გადაჭრის გზებზე.

ამ თემაზე, 29 მაისს 11:00 საათზე ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ, პრესკონფერენცია გამართა.

შეხვედრები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების პროექტის თანაორგანიზებით იმართება.

 
 
 
 
 
წევრისთვის