Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციის თავმჯდომარემ რეგიონული შეხვედრები გამართა

2012 წლის 22 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე, თელავის, რუსთავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში, რეგიონებში მოქმედი რადიოკომპანიების, თეატრების, გამომცემლობების, სავაჭრო დაწესებულებების, რესტორნების, კაფეების, სასტუმროების ხელმძღვანელებს და სხვა საავტორო უფლებით მოსარგებლეებს შეხვდა. შეხვედრებს ესწრებოდნენ რეგიონებში მოღვაწე ხელოვანებიც: კომპოზიტორები, მომღერლები, მწერლები, პოეტები, მხატვრები და სხვა. აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრები ემსახურებოდა რეგიონების წარმომადგენელთათვის საავტორო უფლებების შესახებ საქართველოში არსებული მდგომარეობის გაცნობას, საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმებისა და ლიცენზირების წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ასევე ასოციაციაში ახალი წევრების გაწევრიანებას.

შეხვედრებზე ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ და მისმა მოადგილემ, თამარ კემულარიამ გამართეს პრეზენტაციები, სადაც მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ასოციაციის საქმიანობას, ლიცენზირების წესსა და მოთხოვნებს, ასევე ასოციაციაში გაწევრიანების პროცედურას. გაიმართა მსჯელობა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში რეგიონების დონეზე არსებულ პრობლემატიკასა და მათი გადაჭრის გზებზე.

 
 
 
 
 
წევრისთვის