Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

Altervision TV-იმ საავტორო უფლებების ლიცენზია შეიძინა

2012 წლის 15 ივნისს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და Altervision TV-ის შორის სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდა. ლიცენზიის საფუძველზე, Altervision TV-ის ეთერში საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების გამოყენებისთვის ჰონორარები იქნება გადახდილი, რაც ასოციაციის მეშვეობით ავტორები მიიღებენ.

Altervision TV წარმოადგენს ახალ მუსიკალურ ტელევიზიას, რომელიც საქმიანობას საავტორო უფლებების დაცვით იწყებს. ტელევიზიის მიერ ლიცენზიის შეძენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტელეეთერებში საავტორო უფლებებით დაცული პროდუქციის უნებართვოდ გამოყენების შემცირებას, რაც გაზრდის საქართველოში საავტორო უფლებების დაცულობის მაჩვენებელს.

ლიცენზიას ხელი მოაწერეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ და Altervision TV-ის დირექტორმა, მამუკა ჯიჯეიშვილმა.

 
 
 
 
 
წევრისთვის