Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

მიშა ზაქარეიშვილის საავტორო უფლებებს ასოციაცია დაიცავს

კომპოზიტორი მიშა ზაქარეიშვილი რუსეთში მოღვაწე მუსიკოსს, ნატალია შევლიაკოვას, საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

საკითხი ეხება, ზაქარეიშვილის მიერ შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებს, რომელიც ნატალია შევლიაკოვას მიერ რუსეთში სრულდება. ზაქარეიშვილის განმარტებით ნაწარმოების შესრულება უნებართვოდ და ჰონორარის გადახდის გარეშე ხდება, რითაც ირღვევა მისი საავტორო უფლებები. კომპოზიტორმა საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა.

დავის დარეგულირების მიზნით ასოციაციის მიერ რუსეთის ფედერაციის ავტორთა საზოგადოებისათვის გაგზავნილი იქნა შესაბამისი შეტყობინება. საავტორო უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ავტორის უფლებების დაცვის მიზნით გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

 
 
 
 
 
წევრისთვის