Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციასა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

2012 წლის 25 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის  ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ასოციაციის ურთიერთთანამშრომლობის გზით  საქართველოში საავტორო უფლებების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობას, ამ მიზნის მისაღწევად ეფექტური მექანიზმების შემუშავებას, ერთობლივი საჯარო დისკუსიების მოწყობას, ასევე სხვა საერთო პროექტების მომზადება–განხორციელებას. 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს  ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ.

 
 
 
 
 
წევრისთვის