Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

მუსიკალური ნაწარმოების რეკლამაში გამოყენებასთან დაკავშირებულ დავას ასოციაცია შეისწავლის

კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძის ოჯახი ლუდი "მთიელის" რეკლამის შემქმნელებს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ, კომპოზიტორის შვილმა, ია ბობოხიძემ, ასოციაციას აცნობა.

ია ბობოხიძის განმარტებით, იაკობ ბობოხიძის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები ლუდი “მთიელის” რეკლამაში  ნებართვის გარეშე იქნა გამოყენებული, რითაც დაირღვა კომპოზიტორის საავტორო უფლებები. სარეკლამო რგოლის დამამზადებელების განცხადებით, გამოყენებული მუსიკალური ნაწარმოები ხალხურია და მათ მიერ საავტორო უფლებების დარღვევას ადგილი არ ქონია.

დავის დარეგულირების მიზნით ასოციაციის მიერ სპეციალური კომისია შეიქმნა. კომისია დარღვევის არსებობის შესახებ საკითხს შეისწავლის და სათანადო დასკვნას გასცემს. დასკვნის საფუძველზე მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება და გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

 
 
 
 
 
წევრისთვის