Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საერთაშორისო საავტორო სამართლის სასერთიფიკატო პროგრამა

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან ერთად, ჩიკაგო–კენტის სამართლის კოლეჯთან (აშშ) და კალაბრიას რეგიონის მედიტერანულ უნივერსიტეტთან (იტალია) პარტნიორობის საფუძველზე ახორციელებს სასწავლო-სასერთიფიკატო პროგრამას „საერთაშორისო საავტორო სამართალი“.

პროგრამის მიზანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების სამართლებრივი რეგულირების ქართული, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართლებრივი სისტემების და საავტორო უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის პრინციპების კომპლექსური ცოდნის მიწოდება, ასევე საავტორო სამართლის სფეროში სპეციალისტების მომზადება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში საავტორო უფლებების სფეროს განვითარებას. პროგრამა მოიცავს სამართლის კლინიკური სწავლების ელემენტებს ასოციაციის პრაქტიკის გამოყენების საფუძველზე.

პროგრამას განახორციელებენ როგორც ქართველი, ასევე მსოფლიოში აღიარებული, წამყვან ათეულში შემავალი ექსპერტები, რომელთა შეხედულებების გათვალისწინებითაც მნიშვნელოვანწილად იქმნება საერთაშორისო პოლიტიკა ამ სფეროში.

პროგრამა გათვალისწინებულია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, (როგორც სტუდენტი, ასევე პრაქტიკოსი იურისტი) რომელიც სათანადო დონეზე ფლობს ინგლისურ ენას.

პროგრამა შედგება ოთხი კურსისაგან:

-       გაღრმავება საქართველოს საავტორო სამართალში - პროფ. ალექსანდრე ჯორბენაძე (ქართულ ენაზე)

-       საავტორო სამართლის პრაქტიკა - პროფ. თამარ ტალიაშვილი (ქართულ ენაზე)

-       საერთაშორისო და ევროპის საავტორო სამართალი - პროფ. ფილიპ ფაბიო (ინგლისურ ენაზე)

-       საავტორო სამართალი საერთო სამართლის ქვეყნებში - პროფ. უილიამ ჰენეი (ინგლისურ ენაზე)

პროგრამა დაიწყება 2012 წლის 3 ნოემბერს და მისი რეალიზაციის ვადააა ერთი სემესტრი (15 კვირა)

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სპეციალური კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი

პროგრამა შეიძლება შეთავაზებულ იქნას სამაგისტრო პროგრამათა არჩევით მოდულად მთლიანად (როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის მიმართულებით). თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ სასერთიფიკატო პროგრამიდან შეარჩიონ მათთვის საინტერესო სასწავლო კურსები და მიიღონ შესაბამისი რაოდენობის კრედიტები, რა შემთხვევაშიც სერთიფიკატი არ გაიცემა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: copyright@tsu.ge/contact@gca.ge    

სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ასოციაციისა და იურიდიული ფაკულტეტის ვებ-გვერდებიდან: http://www.gca.ge; http://www.law.tsu.edu.ge/

რეგისტრაციისათვის თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტმა სტუდენტებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ პირადი სტუდენტური ბაზიდან.

პროგრამაში მონაწილეობა რაოდენობა შეზღუდულია და განისაზღვრება 25 მონაწილით.

სააპლიკაციო ფორმის (განაცხადის) გამოგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 21 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ნინო ბეჟაშვილს (nbezhashvili@gca.ge  +995 599 094844)

 

პროგრამის აღწერილობა 

აპლიკაცია 

 
 
 
 
 
წევრისთვის