Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციის ინიციატივით საქველმოქმედო კონცერტები გაიმართა

2012 წლის 16 და 27 აგვისტოს, ასოციაციის ინიციატივით, ბორჯომში, ბაკურიანში, ახალდაბასა და კეჩხობში არსებულ საზაფხულო ბანაკებში, დასასვენებლად მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი და მიუსაფარი ბავშვებისთვის საქველმოქმედო კონცერტები გაიმართა.

კონცერტებში მონაწილეობა ცნობილმა შემსრულებლებმა: ზუმბამ, გია ნიკოლაძემ, სალომე ბაკურაძემ, გიორგი სუხიტაშვილმა და სხვებმა მიიღეს. მსგავსი სახის ღონისძიებების ორგანიზება ასოციაციის მიერ მომავალშიც იგეგმება.

 
 
 
 
 
წევრისთვის