Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საავტორო სამართლის სასწავლო პროგრამის პირველი ეტაპი სრულდება

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან ერთად შექმნილი სასწავლო პროგრამის პირველი ნაწილი დასრულდა. პროგრამის პირველ ნაწილს უძღვებოდა კალაბრიას უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორი ფილიპ ფაბიო. მან ქართველი მესენელისათვის საერთაშორისო და ევროპის საავტორო სამართალში სალექციო კურსი წაიკითხა. 20 ნოემბერს ფილიპ ფაბიომ დასრულა სალექციო კურსი, რის შემდეგაც იგი სამშობლოში მიემგზავრება.

ფილიპ ფაბიო არის რეჯიო კალაბრიას უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, სადაც კითხულობს კომერციულ, ანტომონოპოლიურ და საერთაშორისო ინტელექტულურ სამართალს. 2005–2008 წლებში ფილიპ ფაბიო რომის საპიენზეს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორია. ამავე პერიოდში მიწვევით კითხულობს ლექციებს ჩიკაგო–კენტის  იურიდიულ სკოლაში და ასევე იტალიაში ვერონის ბიზნესის სკოლაში. ამასთანავე ფილიპ ფაბიო არის იტალიის იურისპრუდენციისა და ეკონომიკის საზოგადოების და კონკურენციის სამართლის აკადემიური საბჭოს წევრი, იტალიის ინტელექტუალური საკუთრების საზოგადოების კომიტეტის მდივანი. ფილიპ ფაბიო წარმოადგენს საავტორო სამართლის მსოფლიოში აღიარებულ, წამყვან ათეულში შემავალ ექსპერტს, რომლის შეხედულებების გათვალისწინებითაც მნიშვნელოვანწილად იქმნება საერთაშორისო პოლიტიკა ამ სფეროში.

ფილიპ ფაბიოს სალექციო კურსში აქტიურად იყვნენ ჩართულები პროგრამის მონაწილეები. მათ მნიშვნელოვნად გაიღრმავეს ცოდნა საავტორო უფლებების სფეროში და გაეცნენ თანამედროვე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს.

 
 
 
 
 
წევრისთვის