Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ჟურნალ Copyright-ს ერთი წელი შეუსრულდა

საავტორო უფლებათა ასოციაციის ჟურნალ Copyright-ს ერთი წელი შეუსრულდა. 30 ნოემმბერს, 20:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში ჟურნალის მეოთხე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება.

ჟურნალში მეოთხე ნომერში იხილავთ საინტერესო რუბრიკებს: ''პორტრეტი'' - სერგო ფარაჯანოვი, ''ქართველები უცხოეთში''- ანიტა რაჭვერლიშვილი, ''სუბიექტური სივრცე'', რომელშიც იური მეჩითოვი და ზაზა რუსაძე, ფილმებისა და ფოტოების აუცილებელ ათეულებს წარმოგიდგენენ. “პრობლემატიკა” - ბაკურ სულაკაური, მერაბ სანოძე “განსხვავებული აზრი” - ლაშა ჭოჭუა და “ექსპერტი” - სანდრო ჯორბენაძე.  ამავე ნომერში შედგა ცნობილი ქართველი მოდელის, კრისტი ყიფშიძის ჟურნალისტური დებიუტი., რომელიც მკითხველის წინაშე ახალი რუბრიკით წარსდგება. “ახალი კრისტისგან” ასე ერქმევა რუბრიკას, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას მოემსახურება. ამჯერად კრისტის მიერ აღმოჩენილი იქნა მუსიკოსი გოგონა, თინათინ შურღაია, რომლის შესახებაც ახალი რუბრიკიდან გაიგებთ.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ქართული ხელოვნების მოღვაწეები,  ასოციაციის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები.

 
 
 
 
 
წევრისთვის