Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

სამეფო უბნის თეატრში ჟურნალ Copyright-ის პრეზენტაცია გაიმართა

30 ნოემმბერს, 20:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში ჟურნალ Copyright-ის მეოთხე, საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ გამოიცემა და მას გამოცემიდან ერთი წელი შეუსრულდა.

Copyright -ი პირველი ჟურნალია ამ სფეროში და მისი მიზანი საავტორო უფლებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ამ სფეროს პოპულარიზაცია და ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესების გაშუქებაა. ჟურნალი შემეცნებითი ხასიათისაა და მასში ასახულია საავტორო უფლებათა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკა, საერთაშორისო პრაქტიკა, საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობა - რა კეთდება ქვეყანაში ავტორთა უფლებების დასაცავად, ასევე პრობლემატიკა, რაც ამ სფეროს ირგვლივ ქართულ რეალობაში არსებობს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ქართული ხელოვნების მოღვაწეები,  ასოციაციის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები.

 
 
 
 
 
წევრისთვის