Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საერთაშორისო სემინარი საავტორო უფლებების შესახებ

2012 წლის 4 და 5 დეკემბერს, სასტუმრო რადისონში, თემაზე - საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა და კოლექტიური მართვა - საერთაშორისო სემინარი გაიმართა. სემინარი ორგანიზებული იყო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის და რეპროდუცირების უფლებების ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციის მიერ. 

სემინარზე მოწვეულნი იყვნენ სტუმრები, შვეიცარიის, ბელგიის, უნგრეთის, პოლონეთის, ესტონეთის, რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაციებიდან. სემინარს ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის და ევროკავშირის ექსპერტები,  საქართველოს სახელმწიფო ორგანოების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები, ასოციაციის წევრი ავტორები, და სხვა დაინტერესებული პირები.

სემინარის მონაწილეები გაეცნენ საქართველოში საავტორო უფლებების დაცვისა და კოლექტიური მართის შესახებ არსებულ მდგომარეობას, ასევე ამ კუთხით  ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას. გაიმართა ფართო დისკუსია საავტორო უფლებების დაცვისა და აღსრულების საკითხებზე.

 
 
 
 
 
წევრისთვის