Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

2012 წლის 17 დეკემბერს, საავტორო უფლებათა ასოციაციაში, საქართველოში არსებული ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მაუწყებლობის ორგანიზაციების მიერ საავტორო უფლებებით სარგებლობის ახალი სატარიფო პოლიტიკის პროგრამა.

შეხვედრაზე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ, სამაუწყებლო ტარიფების რეფორმირების სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც ტარიფების ლიბერალიზაციას და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება ახალი სატარიფო სისტემის შესახებ, რომელიც 2013 წლიდან ამოქმედდება.

 
 
 
 
 
წევრისთვის