Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან ასოციაციის შეხვედრების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა

საავტორო უფლებათა ასოციაცია, საქართველოში საავტორო უფლებების შესახებ არსებული მდგომარეობის,  საავტორო უფლებების უკეთ რეალიზებისა და დაცვის მიზნით ასოციაციაში ახალი წევრების გაწევრიანების, ასევე საავტორო უფლებათა დაცვის სფეროში ავტორთა ჩართულობის გაზრდის მიზნით ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან სეგმენტური შეხვედრებს გამართავს. ამ თემაზე, 2013 წლის 15 იანვარს, ასოციაციის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა.

შეხვედრები გაიმართება ეტაპობრივად, მეცნიერების, ხელოვნების და ლიტერატურის სფეროების წარმომადგენლებისათვის სეგმენტების მიხედვით (კომპოზიტორები, მწერლები, პოეტები, მხატვრები, დიზაინერები, ფოტოგრაფები და ა.შ.)

შეხვედრების მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან ასოციაციის საქმიანობას, ასოციაციაში გაწევრიანების პროცედურას, საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმებსა და ასოციაციის მიერ შეთავაზებული დახმარების საშუალებებს. შეხვედრებზე იმსჯელებენ საავტორო უფლებათა სფეროში არსებულ პრობლემატიკასა და მისი გადაჭრის გზებზე.

 
 
 
 
 
წევრისთვის