Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციის წარმომადგენლები ლიტერატურის მოღვაწეებს შეხვდნენ

2013 წლის 23 იანვარს, ლიტერატურის მუზეუმში ასოციაციის ხელმძღვანელობასა და საქართველოში მოღვაწე ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს შორის (მწერლები, პოეტები, მთარგმნელები) შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოში საავტორო უფლებების შესახებ არსებული მდგომარეობის გაცნობას,  საავტორო უფლებების უკეთ რეალიზებისა და დაცვის მიზნით ასოციაციაში ახალი წევრების გაწევრიანებას, ასევე საავტორო უფლებათა დაცვის სფეროში ავტორთა ჩართულობის გაზრდას.

შეხვედრების მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ასოციაციის საქმიანობას, ასოციაციაში გაწევრიანების პროცედურას, საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმებსა და ასოციაციის მიერ შეთავაზებული დახმარების საშუალებებს. შეხვედრებზე იმსჯელეს საავტორო უფლებათა სფეროში არსებულ პრობლემატიკასა და მისი გადაჭრის გზებზე. შეხვედრის შედეგად ასოციაციაში ახალი წევრები გაწევრიანდნენ. მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლებთანაც იგეგმება, რომლებიც უახლოეს მომავალში გაიმართება.

 
 
 
 
 
წევრისთვის