Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საკაბელო ტელევიზიებმა საავტორო უფლებების ლიცენზიები შეიძინეს

2013 წლის პირველ თებერვალს საკაბელო ტელევიზიებსა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის სალიცენზიო შეთანხმებები გაფორმდა. შეთანხმებას ხელი საკაბელო ოპერატორების ხელმძღვანელებმა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ მოაწერეს.

 ლიცენზიების საფუძველზე, საკაბელო ტელევიზიების: GNN-ის, CTV 7-ის, დელისი TV-ის, სტუდია TV-ის და სხვა საკაბელოების ეთერებში საავტორო უფლებების გამოყენებისთვის ჰონორარები იქნება გადახდილი, რასაც ასოციაციის მეშვეობით ავტორები მიიღებენ. 

 საკაბელო ტელევიზიების მიერ ასეთი ლიცენზიების შეძენით მნიშვნელოვნად შემცირდება საკაბელოების მიერ საავტორო უფლებებით დაცული პროდუქციის უნებართვოდ გამოყენება და ყველა ავტორი კუთვნილ ჰონორარს მიიღებს. ასევე მკვეთრად გაიზრდება საქართველოში საავტორო უფლებების დაცულობის მაჩვენებელი, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების ლეგალური მოხმარების კულტურის დანერგვას.  

 
 
 
 
 
წევრისთვის