ტელეკომპანიებმა საავტორო უფლებების ლიცენზიები შეიძინეს
2012 წლის 5 თებერვალს, ტელეკომპანიებსა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის სალიცენზიო შეთანხმებები გაფორმდა. შეთანხმებებს ხელი ტელეკომპანიების ხელმძღვანელებმა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ მოაწერეს ლიცენზიების საფუძველზე, ტელეკომპანიების: რუსთავი 2-ის, ტელეიმედის, GDS-ის, კავკასიის და სხვა ტელევიზიების ეთერებში საავტორო უფლებების გამოყენებისთვის ჰონორარები იქნება გადახდილი, რასაც ასოციაციის მეშვეობით ავტორები მიიღებენ. ტელეკომპანიების მიერ ასეთი ლიცენზიების შეძენით მნიშვნელოვნად შემცირდება საავტორო უფლებებით დაცული პროდუქციის უნებართვოდ გამოყენება და ყველა ავტორი კუთვნილ ჰონორარს მიიღებს. ასევე მკვეთრად გაიზრდება საქართველოში საავტორო უფლებების დაცულობის მაჩვენებელი, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების ლეგალური მოხმარების კულტურის დანერგვას. |