Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

Holliday Inn-ში ჟურნალ Copyright-ის პრეზენტაცია გაიმართება

28 თებერვალს, 20:00 საათზე, სასტუმრო Holliday Inn-ში ჟურნალ Copyright-ის მეხუთე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალი საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ გამოიცემა.

ჟურნალში იხილავთ საინტერესო რუბრიკებს: ''პორტრეტი'' - ირაკლი ჩარკვიანი, “პრობლემატიკა” - სანდრო ყანჩელი, “სტუმარი” - გიორგი გეგეჭკორი, ''ქართველები უცხოეთში''- ქეთი პაპავა, “ექსპერტი” - გვანცა გუგეშაშვილი, “ახალი კრისტისგან” და სხვა. ჟურნალს დაემატა ახალი რუბრიკა “ხელოვნების საგანძური”, რომელსაც საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია წარმოგვიდგენს

ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, ასოციაციის მიერ, ჯეოსელის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა CD, რომელშიც ჩარკვიანის ცნობილი სიმღერებია შესული. CD ჟურნალთან ერთად უფასოდ გავრცელდება.

პრეზენტაციას დაესწრებიან საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ქართული ხელოვნების მოღვაწეები,  ასოციაციის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები.

 
 
 
 
 
წევრისთვის