Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციის წარმომადგენლები ახალგაზრდა მუსიკოსებს შეხვდნენ

2013 წლის 7 მარტს კაფე გალერიში ასოციაციის ხელმძღვანელობასა და საქართველოში მოღვაწე ახალგაზრდა მუსიკოსებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ემსახურებოდა საქართველოში საავტორო უფლებების შესახებ არსებული მდგომარეობის გაცნობას,  საავტორო უფლებების უკეთ რეალიზებისა და დაცვის მიზნით ასოციაციაში ახალი წევრების გაწევრიანებას, ასევე საავტორო უფლებათა დაცვის სფეროში ავტორთა ჩართულობის გაზრდას.

შეხვედრების მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ასოციაციის საქმიანობას, ასოციაციაში გაწევრიანების პროცედურას, საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმებსა და ასოციაციის მიერ შეთავაზებული დახმარების საშუალებებს. შეხვედრებზე იმსჯელეს საავტორო უფლებათა სფეროში არსებულ პრობლემატიკასა და მისი გადაჭრის გზებზე.

 
 
 
 
 
წევრისთვის