Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ტელეკომპანია “მაესტრო” ვებ-გვერდებს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

ტელეკომპანია მაესტრო ქართულ ვებ-გვერდებს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. საკითხი ეხება ტელეკომპანიის მიერ, ექსკლუზიური უფლებით შეძენილი და ქართულად დუბლირებული სერიალის, “სიყვარული და სასჯელი” ვებ-გვერდებზე ნებართვის გარეშე განთავსებას. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ვებ-გვერდების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის აღძვრას გეგმავს, რა შემთხვევაშიც უკანონო განთავსების აკრძალვას და ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

პრობლემის დარეგულირებაში ტელეკომპანიას დახმარებას ასოციაციაც გაუწევს. საკითხის შესწავლისა და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ასეთი ვებ-გვერდების მიმართ გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

 
 
 
 
 
წევრისთვის