Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

“ავტორის უბის წიგნაკის” პრეზენტაცია “იმედის დილაში”

გადაცემაში  “იმედის დილა”, “ავტორის უბის წიგნაკის” პრეზენტაცია გაიმართა. უბის წიგნაკები, საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, ავტორთა უფლებების უზრუნველყოფის და საავტორო უფლებების დაცვის საქმეში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით, ასოციაციის მიერ, გერმანიის საერთშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭრით გამოიცა. უბის წიგნაკებში დეტალურად არის განმარტებული ავტორთა უფლებები და მათი რეალიზების არსებული მექანიზმები, რაც მათ ხელს შეუწყობს საკუთარი უფლებების უკეთ დაცვაში. უბის წიგნაკები ავტორებს უსასყიდლოდ გადაეცემათ.

გადაცემაში ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ, ასოციაციის საერთო კრების შესახებაც ისაუბრა. კრება 2013 წლის 11 მაისს, 14:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება.  

კრებაზე წარდგენილი იქნება 2012 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.

გაიმართება მსჯელობა არსებული პრობლემატიკის, მისი გადაჭრის გზების და ასოციაციის მომავალი სტრატეგიული გეგმების შესახებ.

 
 
 
 
 
წევრისთვის