Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

რუსთაველის თეატრში ასოციაციის მორიგი საერთო კრება გაიმართა

2013 წლის 11 მაისს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მორიგი საერთო კრება გაიმართა.

კრებაზე საზოგადოების თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ, 2012 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ასოციაციის წევრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ასოციაციის მიერ 2012 წლის მანძილზე გაწეული მუშაობის, მათ შორის გაცემული ლიცენზიების, შეგროვებული და ავტორებზე განაწილებული ჰონორარების რაოდენობის, საავტორო უფლებათა დარღვევების გამოვლენის, სასამართლოში საქმეთა წარმოების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. წევრებს ასევე ეცნობებათ საზოგადოების მომავალი სტრატეგიული გეგმების შესახებ. წლიური ანგარიში კრების მიერ ერთხმად იქნა დამტკიცებული.

კრებაზე ასევე შედგა “ავტორის უბის წიგნაკის” პრეზენტაცია. უბის წიგნაკები საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, ავტორთა უფლებების უკეთ უზრუნველყოფის და საავტორო უფლებების დაცვის საქმეში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით, ასოციაციის მიერ, გერმანიის საერთშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭრით გამოიცა. უბის წიგნაკებში დეტალურად არის განმარტებული ავტორთა უფლებები და მისი დაცვის არსებული მექანიზმები. უბის წიგნაკები ავტორებს უსასყიდლოდ გადაეცათ, რაც მათ ხელს შეუწყობს საკუთარი უფლებების უკეთ რეალიზებასა და დაცვაში.

 
 
 
 
 
წევრისთვის