Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ბათუმში, მოსამართლეების და ჟურნალისტების ტრენინგი ჩატარდა

2013 წლის 7-10 ინვისს, ბათუმში, სასტუმრო რადისონში, მოსამართლეებისა და ჟურნალისტებისათვის საავტორო უფლებების შესახებ ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის თემები იყო: „საავტორო უფლებებთან და სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებული დავები და სასამართლოს მიერ მათი გადაწყვეტა“ და „ინტელექტუალური სამართლის საკითხებში ქართველი ჟურნალისტებისა და მასმედიის წარმომადგენელთა როლი“.

ტერნინგი ორგანიზებული იყო საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციისა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის” მიერ, აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამისა (CLDP) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

ტრენინგი, საავტორო უფლებათა ასოციაციისა და „საქპატენტის“ წარმომადგენელთა გარდა, ჩაატარეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გერმანიიდან სპეციალურიად მოწვეულმა მოსამართლეებმა, ბერნის დონალდმა და ტობიას პიქსმეიერმა.

ტრენინგის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ როგორც საავტორო უფლებების შესახებ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ასევე მიიღეს ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების საკითხების სასამართლოს მიერ გადაწყვეტის გზებისა და მედიის მიერ გაშუქების მსოფლიო სტანდარტების შესახებ. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ საავტორო უფლებების სფეროში არსებულ პრობლემატიკასა და მათი გადაჭრის მექანიზმებზე.

 
 
 
 
 
წევრისთვის