Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ნოდარ ნიკოლაიშვილის საავტორო უფლებებს ასოციაცია დაიცავს

კომპოზიტორმა ნოდარ ნიკოლაიშვილმა საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა.

საკითხი ეხება ნიკოლაიშვილის მუსიკალური ნაწარმოების უნებართვოდ გამოყენებას. როგორც განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, მომღერალმა ოთო ნემსაძემ, ქართულ-უკრაინულ ერთობლივ მუსიკალურ კონკურში „10 + 10” ნიკოლაიშვილის სიმღერა შეასრულა, რომელიც უკარაინის ნაციონალური არხის მიერ ნებართვის გარეშე გადაიცა და რითაც დაირღვა კომპოზიტორ, ნოდარ ნიკოლაიშვილის საავტორო უფლებები.  

საკითხის შესწავლისა და დავის დარეგულირების მიზნით ასოციაციამ უკრაინის საავტორო უფლებების დამცველ ორგანიზაციას მიმართა. უკრაინის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ, საავტორო უფლების დაცვის მიზნით, დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. 

 
 
 
 
 
წევრისთვის