Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

რეგიონებში საავტორო უფლებების დაცვის პროცესი დაიწყო

საქართველოს რეგიონებში საავტორო უფლებებით მოსარგებლეებთან 2012 წლის განმავლობაში გამართული შეხვედრების და საინფორმაციო კამპანიების წარმოების შემდეგ, საავტორო უფლებათა ასოციაციამ კვების დაწესებულებების ლიცენზირების პროცესი დაიწყო. 

ასოციაციის წარმომადგენლებმა აჭარის რეგიონში მოქმედი კვების დაწესებულებების წარმომადგენლებთან ლიცენზირების მიზნით მოლაპარაკებები გამართეს. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მოსარგებლეთა უმრავლესობაზე საავტორო უფლებით სარგებლობის ნებართვები გაიცა.

მოსარგებლებლეთა მცირე ნაწილის მიმართ, რომლებიც ნებართვის მიღებაზე უარს აცხადებენ, ასოციაციამ სასამართლოს მიმართა. სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გადაწყვეტილებები მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულების აკრძალვის შესახებ. ლიცენზირების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

 
 
 
 
 
წევრისთვის