Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საერთაშორისო ექსპერტების მიერ ასოციაციის თანამშრომლების ტრენინგი ჩატარდა

2013 წლის 09 სექტემბერს, აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით ასოციაციას აშშ-ის საავტორო უფლებათა დაცვის საზოგადოებების წარმომადგენლები ესტუმრნენ.

უცხოელმა ექსპერტებმა, ASCAP-ის ვიცე პრეზიდენტმა მაიკლ ბატისტონმა, CCC-ის საერთაშორისო ურთიერთობების დივიზიის დირექტორმა ენჟი სორენსენმა და SOUND EXCHANGE-ის მმართველთა საბჭოს წევრმა ენ ჩაიტოვიჩმა, ასოციაციის თანამშორმლებისთვის ტრენინგი ჩაატარეს.

ტრენინგის ფარგლებში ასოციაციის თანამშორმლები გაეცნენ საავტორო უფლებების სფეროში აშშ-ის გამოცდილებას, მიიღეს რეკომენდაციები საქართველოში არსებული პრობლემატიკის გადაწყვეტის გზებისა და საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ. ექსპერტებს ასევე მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ, რაც მათი მხრიდან დადებითად შეფასდა.

 
 
 
 
 
წევრისთვის