Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით საავტორო უფლებებზე დისკუსია გაიმართა

2013 წლის 11 სექტემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრებისთვის დისკუსია გაიმართა. დისკუსია ორგანიზებული იყო საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით, აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით.

დისკუსია, წარმართეს საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით მოწვეულმა, აშშ-ის საავტორო უფლებათა დაცვის საზოგადოებების წარმომადგენლებმა: ASCAP-ის ვიცე პრეზიდენტმა მაიკლ ბატისტონმა და SOUND EXCHANGE-ის მმართველთა საბჭოს წევრმა ენ ჩაიტოვიჩმა.

დისკუსიის მიზანს საქართველოში მოღვაწე ავტორების წინაშე მდგარი პრობლემატიკის განხილვა და საერთშორისო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. დისკუსიის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ, იმსჯელეს სფეროში არსებულ პრობლემატიკასა და მათი გადაჭრის მექანიზმებზე.

 
 
 
 
 
წევრისთვის