Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციაში იურიდიული კლინიკა გაიხსნა

ასოციაციასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე იურიდიული ფაკულტეტის 2013/2014 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში საავტორო სამართალში პრაქტიკული სასწავლო კურსი (კლინიკა) ჩამოყალიბდა.

კლინიკაში მონაწილე სტუდენტებს საშუალება მიეცემათ აქტიურად ჩაერთონ ასოციაციის საქმიანობაში, მოამზადონ სამართლებრივი დოკუმენტაცია, შეისწავლონ საავტორო უფლებით მოსარგებლეებთან ურთიერთობის სპეციფიკა. კლინიკის ფარგლებში შეთავაზებული კურსით სტუდენტები შეძლებენ გაიღრმავონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა საავტორო სამართალში. გაეცნონ როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებას და პრაქტიკას ამ სფეროში.

მემორანდუმს ხელი, ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ და იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ირაკლი ბურდულმა მოაწერეს.

 
 
 
 
 
წევრისთვის