Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

მიშო ურუშაძის მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია

2013 წლის 22 ოქტომბერს, კაფე “გალერეაში”, მიშო ურუშაძის ახალი მუსიკალური ალბომის - WE WILL MEET AGAIN! - პრეზენტაცია გაიმართა. ალბომი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ეგიდით, ავიაკომპანია “ატლასჯეტ ეარლაინსის” ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

ალბომი ჩაწერილია ამსტერდამსა და ლონდონში, მასტერინგი გაკეთებულია საფრანგეთში. ალბომში შედის 10 კომპოზიცია. ალბომი ჩაწერილია ქართველი, ამერიკელი, იტალიელი, ავსტრიელი, შვედი, ჰოლანდიელი და ინგლისელი შემსრულებლების მონაწილეობით. მიშო ურუშაძემ და მისმა მეგობრებმა ალბომში შესული კომპოზიციები ცოცხალი შესრულებით წარადგინეს. შესრულდა ძველი კომპოზიციებიც.

პრეზენტაციის დამსწრეებს შესაძლებლობა ქონდათ ალბომი სპეციალურ ფასად, 10 ლარად შეეძინათ.

 
 
 
 
 
წევრისთვის