Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საავტორო უფლებათა ასოციაციას საერთაშორისო დელეგაცია ეწვია

2013 წლის 27 ოქტომბერს საავტორო უფებათა ასოციაციას 2 დღიანი ვიზიტით დანიის რეპროგრაფიული უფლებების მართვის ორგანიზაციის, CopyDan Writing-ის ხელმძღვანელობა ეწვია. 6 კაციან დელეგაციაში ასევე შედიოდნენ დანიის წიგნის გამომცემელთა ორგანიზაციის წარმომადგენელი და ჟურნალისტთა კავშირის პრეზიდენტი. ვიზიტი ორგანიზებული იყო რეპროდუცირების უფლებათა საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის IFRRO-ს მხარდაჭერით. ვიზიტი ემსახურებოდა როგორც საავტორო უფლებათა ასოციაციის ინსტიტუციურ გაძლიერებას, ასევე საქართველოში საავტორო უფლებების განვითარების ხელშეწყობას

2013 წლის 28 ოქტომბერს, ეროვნულ (საჯარო) ბიბლიოთეკაში, დელეგაციის წევრები საქართველოში მოქმედ ბეჭდურ გამომცემლობებს, შესაბამის სამთავრობო უწყებებს, უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და ასოციაციის წევრ ავტორებს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია რეპროგრაფიის უფლებების მართვის სფეროში ევროპული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ჩაერთულიყვნენ დისკუსიაში და მიეღოთ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხზე.

 
 
 
 
 
წევრისთვის