Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ახალი წიგნი საავტორო სამართალში

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების როლი საავტორო უფლებათა დაცვის სფეროში - ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით საავტორო უფლებების შესახებ ამ სახელწოდების ახალი წიგნი გამოიცა. წიგნის ავტორია ზურაბ ბეჟაშვილი.

წიგნის პრეზენტაცია გაიმართა სატელევიზიო გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო”.  გადაცემაში ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ და წიგნის ავტორმა ზურაბ ბეჟაშვილმა ისაუბრეს საავტორო უფლებების დაცვის სფეროში ამ სახის ლიტერატურის როლსა და მის მნიშვნელობაზე.

წიგნში განხილულია საავტორო უფლებების დაცვის სფეროში როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების არსებული პრაქტიკა და კოლექტიური მართვის ორგანიზაციების როლი. გაკეთებულია საავტორო უფლებების შესახებ ქართული და საერთაშორისო კანონმდებობის დეტალური ანალიზი. ასევე განმარტებულია ავტორთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მოსარგებლეთა მიერ საავტორო უფლების გამოყენების გზები. წიგნი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ავტორთა უფლებების უკეთ დაცვასა და მოსარგებლეთა მხრიდან საავტორო უფლებების კანონიერ გამოყენებას. წიგნი უსასყიდლოდ გავრცელდება ავტორებს, მოსარგებლეებსა და პროფესიულ საზოგადოებას შორის.

 
 
 
 
 
წევრისთვის